პირველად საქართველოში კალათბურთში ჩემპიონატი - „სამი-სამზე\" ტარდება, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. დღეს ტურნირი თელავში, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. თამაშში მონაწილეობა როგორც თელავის, ასევე თბილისიდან ჩამოსულმა თორმეტმა გუნდმა მიიღო. რეგიონებიდან გამარჯვებული გუნდები 12 ივლისს თბილისში, დაგეგმილ ფინალურ თამაშზე გამოვლინდებიან. გამარჯვებულ გუნდს კი ევროპის საგზური გადაეცემა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pUZikI
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pUZikI