დღეიდან „პისიარ კვლევების“ ჩატარება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

22.04.2020 01:16

დღეიდან ბიოლოგიური სინჯების, ე.წ. პისიარ კვლევების ჩატარება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. მოქმედ ხუთ ლაბორატორიას დაემატა სამი თბილისში, ერთი ქუთაისსა და ერთიც ბათუმში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ფართოვდება ტესტირების მიზნობრივი კატეგორიები. მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ „პისიარ მეთოდით“ დაიტესტება. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევიდან, თითქმის ორი თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად ე.წ. პისიარ ანუ ოქროს სტანდარტის ტექნოლოგიით კვლევა 8 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა, სწრაფი ტესტის საშუალებით კი ოთხი  ათასამდე პირი შემოწმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: