სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა
03/15/2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა არაგიალში მცხოვრებმა, 1980 წელს დაბადებულმა ხ.ე.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: ერთლულიანი სანადირო თოფი, 2 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 374 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერება, 8 ხელყუმბარა, 3 ამფეთქი მოწყობილობა, ჭურვის თავი, ავტომატის 2 მჭიდი და სასიგნალო პისტოლეტი - ე.წ. სტარტოვკა.
აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
Facebook : / miaofgeorgia
Twitter : / miaofgeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804