ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში


ევროპული ქვეყნების ნაწილი შეზღუდვების შერბილებას იწყებს. 

დღეიდან გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნება, ასევე სწავლას განაახლებს დამამთავრებელი კლასები. პარალელურად მთავრობა მოსახლეობას ინფექციის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად, წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე დღეიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში გაიხსნება პარკები, საბავშვო ბაღები და სკოლები. ესპანეთში კი მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლებას მისცემენ. ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობის კლების პარალელურად  „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევები მცირდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. თუმცა, აშშ-ში შეზღუდვების მოხსნის კონკრეტულ თარიღს ჯერ მაინც ვერ ასახელებენ. ევროპასა და ამერიკაში კლების ტენდენციის პარალელურად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება რუსეთსა და თურქეთში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან