პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას ავრცელებს

28.07.2019 01:10

სპეციალური პენიტენციური სამსახური მერვე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, „შაბათის კურიერის“ ანონსში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“ და „თავი აქვს გადახსნილი“. სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას. უწყების ცნობით, პატიმარი საკანში შეუძლოდ გახდა, რაც სხვა პატიმრებმა შენიშნეს და შესაბამისად დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გარდაცვალება დაფიქსირდა. უწყების პრესრელიზს ერთვის ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ. იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რა დროსაც დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული ციხის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ჩამოიყვანეს საქართველოში
01:55

პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული ციხის კიდევ ერთი ყოფილ...

MULTIMEDIA GE

როგორ ტოვებს რუსთავის ციხეს მიხეილ სააკაშვილი - ვიდეომასალა საკნიდან
01:14

როგორ ტოვებს რუსთავის ციხეს მიხეილ სააკაშვილი - ვიდეომასალა...

MULTIMEDIA GE

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ვიდეოს ავრცელებს
08:47

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღე...

MULTIMEDIA GE

გიორგი რურუას ინციდენტზე ციხის სათვალთვალო კამერის კადრები ვრცელდება

გიორგი რურუას ინციდენტზე ციხის სათვალთვალო კამერის კადრები ვ...

MULTIMEDIA GE

გიორგი შაქარაშვილის საქმე
02:03

გიორგი შაქარაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ პატიმარი სააკაშვილი  საკვებს იღებს
00:48

პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას აქვეყნებს და ამტკიცებს,...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
01:20

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე
01:42

გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო