პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მერვე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, „შაბათის კურიერის“ ანონსში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“ და „თავი აქვს გადახსნილი“. სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას. უწყების ცნობით, პატიმარი საკანში შეუძლოდ გახდა, რაც სხვა პატიმრებმა შენიშნეს და შესაბამისად დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გარდაცვალება დაფიქსირდა. უწყების პრესრელიზს ერთვის ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ. იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რა დროსაც დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული ციხის კიდევ ერთი ყოფილ...
MULTIMEDIA GE
როგორ ტოვებს რუსთავის ციხეს მიხეილ სააკაშვილი - ვიდეომასალა...
MULTIMEDIA GE
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღე...
MULTIMEDIA GE
გიორგი რურუას ინციდენტზე ციხის სათვალთვალო კამერის კადრები ვ...
MULTIMEDIA GE
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას აქვეყნებს და ამტკიცებს,...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster