რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი

31.05.2016 18:27

8-11 ივნისს, თბილისში, რიგით მეშვიდე პროექტის "Check in Georgia" Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება. 11 ივნისს ფესტივალი რაბათის ციხეში გადაინაცვლებს, სადაც დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამავე დღეს, რაბათში დაგეგმილია ხალიჩების ფესტივალის საზეიმო გახსნა. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო