ვითარება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე

17.09.2022 01:03

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია. ღამის განმავლობაში სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. თუმცა, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ გამთენიისას ერთ-ერთი სოფლის მისამართით ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი გახსნეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება პარასკევს დილიდან დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.​ ყირგიზეთი 24 გარდაცვლილისა და ათობით დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ტაჯიკეთის ხელისუფლება კი მსხვერპლის რაოდენობას არ ასახელებს. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მოკლულია სულ მცირე შვიდი ადამიანი. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთმა ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავება სცადა. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით კი, ყირგიზეთმა რამდენიმე სოფელი ვერტმფრენებისა და დრონების გამოყენებით დაბომბა. ორი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
00:36

შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე
00:52

ვითარება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში
01:42

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის ოჯახში

ვითარება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება პარლამენტში - იაგო ხვიჩიას განცხადება

ვითარება პარლამენტში - იაგო ხვიჩიას განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ზაზა გახელაძის ოჯახში

ვითარება ზაზა გახელაძის ოჯახში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება პარლამენტში - #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE

ვითარება პარლამენტში - #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება შეერთებულ შტატებში

ვითარება შეერთებულ შტატებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო