ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება

28.08.2019 00:57

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების ტენდენციებს ეხმაურება. კობა გვენეტაძის თქმით, ლარის კურსზე გავლენა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა მოახდინეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უწყების მთავარი ამოცანა ინფლაციის საკითხია და ლარის კურსისთვის კონკრეტული ნიშნული განსაზღვრული არ არის. როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, ზომების მიღების საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აუცილებლად გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: