ლიზა ბათიაშვილის კონცერტი ლინკოლნ ცენტრში

17.01.2014 00:41

ცოტა ხნის წინ, დღეს ალბათ ყველაზე სახელგანთქმულმა დირიჟორმა დენიელ ბარენბოიმმა მითხრა - ქართველებმა უნდა იამაყოთ, ვინაიდან დღესდღეობით მსოფლიოს პირველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია. ლიზა რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა ამერიკის მთავარ მუსიკალურ დარბაზში ლინკოლნ ცენტრში. ათობით ათასი მაყურებელი ბოლომდე გადაჭედილ დარბაზში, ფეხზე დგომითა და მხურვალე ოვაციებით ხვდებოდა მას. "New York Times"-მა აღფრთოვანებული სტატია მიუძღვნა მას. მე ბოლო კონცერტზე მივედი და მიუხედავად იმისა, რომ გადაღება ლინკოლნ ცენტრში მკაცრად აკრძალულია, წესების დარღვევით, ჩემი მობილურით, ჩუმად მაინც გადავიღე ლიზას ტრიუმფის პატარა მონაკვეთი. მაგარი გრძნობაა, როდესაც თანამემამულე ასეა დაფასებული. თან, ვიდაიდან ლიზა სულ ხაზს უსვამს და ამაყობს თავისი ქართველობით, მისი წარმატება ეხმარება მის ქვეყანასაც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს. არ შემეძლო ეს შთაბეჭდილება თქვენთვის არ გამეზიარებინა. Visit Website: http://saakashvilimikheil.com Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi... Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM Visit Google+: http://plus.google.com/+SaakashviliMi... ----------------------------------------------------------------------------------------

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო