როგორ კეთდება ყალბი ამბები... სრულად გიჩვენებთ იმას, რაც არასდროს გვიჩვენებია საჯაროდ

03/02/2022
CASE-ის მიერ

🚨 CASE-ის კიდევ ერთი ინიციატივა პროპაგანდის წინააღმდეგ. შემოგვიერთდი!
რუსეთის გლობალური აგრესიის ფარგლებში, მომდევნო დღეებში საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცევა ყალბი ამბების და დეზინფორმაციის ქვეშ. სწორედ ამიტომ, გვინდა გიჩვენოთ ის, რაც საჯაროდ ჯერ არასდროს გაგვიკეთებია.
CASE-ის პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ჩვენ მოვამზადეთ სადემონსტრაციო ვიდეო, რათა თავად ნახოთ როგორ კეთდება ყალბი საინფორმაციო სააგენტოები და როგორ ვრცელდება პროპაგანდა.
📰 ჩვენი მიზანია საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ უნარები თავად ამოიცნონ ყალბი ამბები და საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ემსახურებიან კრემლის პროპაგანდას საქართველოსა და მსოფლიოში.
🎓 თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიაროთ სრული ტრენინგი სრულიად უფასოდ და მიიღოთ NATO-სა და CASE-ის ერთობლივი სერტიფიკატი.

➡️ კურსის გასავლელად და პროექტში ჩართვისთვის გვეწვიეთ ვებ-გვერდზე: https://www.propaganda.ge

🇬🇪 ერთად, საერთო მტრის წინააღმდეგ!
#ამხილე

🌍 მეტი ინფორმაციისთვის უსაფრთხოების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.globalcase.org და გამოგვყევით YouTube არხზე.

ვიდეოები „CASE"-ისგან