OG MARU 49 - Gio Da Yung OG

01/29/2022
OG MARU 49-ის მიერ

OG MARU 49 - Gio Da Yung OG

Recording/Mixing/Mastering: HaruTune

OG MARU 49:
IG:   / ogmaru49  
FB:   / ogmaru49  

HaruTune:
IG:   / haru2ne  
FB:   / harut.martir.  .

Lyrcis:

(Intro)
ბნელ საზოგადოებას ვუტარებ swag-ის გაკვეთილებს როგორც Rocky,
ჩემი სახლი - გორი, ვერხვები, 49 Block-ი,
არა იმიჯი, მე ვარ OG, და არა ვიღაც მსახიობი,
რეპი ცხოვრების წესია, და არა ჰობი,

(Chorus)
Block49, ზვიად ფიცხელაური, BLAST, OG ZILI, (OG ZILI)
ჩემი სახელი გახდა სიტყვა რეპის სინონიმი, (OG MARU)
მე ვაკეთებ, იმას რაც იყო ჩემთვის განკუთვნილი, (განკუთვნილი) X2
ცხოვრება ფილმია, მასში მე ვარ მთავარი გმირი, (8 მილი)

(Verse)
Pull up 49 Block-ზე, Stone Island-ი მხრებზე,
წელზე ცივი რკინა და Rolex Patekი ხელზე,
თუ გაინტერებს შენი გოგოს წარსული, მოაყოლე ჩემზე,
მე ვიმყოფები ამ ბიჭებისთვის მიუწვდომელ ლეველზე, (woo-woo)

თავი მოგაქვს მაგარ ტიპად - გავაბახე შენი გოგო,
მე ასაკით პატარა, მარა G როგორც Polo, (Polo)
მათ იციან ვინც ვარ, 49 ჩემი ლოგო,
მე ბავშობიდან მგელი, ამიტომაც მქვია Loco,

Drip-ი ბრწყინავს როგორც ზღვა, ჩემზე დიზაინერის ზმანი, (ooh)
Baby mama მაშტერდება, მან ვერ მომაშორა თვალი,
მას ვუყვარვარ ბავშობიდან და ახლა არის ფანი, (ა)
არ მჭირდება შენი გული, Lil Mommy მომე ტანი,

იმდენი ტექსტი ვწერე, რომ გონება მიგავს WinRAR-ს, (WinRAR-ს)
მე არ მომწონს ეს რეპ თამაში, რადგან მე ის მიყვარს, (მიყვარს)
ბრონი ჟილეტს ვიცვამ ტანზე და წელზე ვიკიდებ Big Glock-ს, (Pow)
Thottie ისეთი ძერსკი მყავს, რომ ის ჰგავს გიპარდს, (ღრრ)

ცოტახნით დავიკარგე, მე არ დამიდია ტრეკი,
მათ ეგონათ რომ დავნებდი და ამით დამთავრდა რეპი, (ჰაჰაჰ)
არ ვღალატობ საკუთარ თავს, მე არ შემიცვლია ტემპი,
ვუმტკიცებ საწინააღმდეგოს, ვისაც ეპარება ეჭვი,

ბნელ საზოგადოებას ვუტარებ swag-ის გაკვეთილებს როგორც Rocky,
ჩემი სახლი - გორი, ვერხვები, 49 Block-ი,
არა იმიჯი, მე ვარ OG, და არა ვიღაც მსახიობი,
რეპი ცხოვრების წესია, და არა ჰობი,

(Outro)
და Big Boy 49 ახალგაზრდა OG როგორც Rio,
მე მყავს სამი ძამიკო - ძმები ფიცხელაურების ტრიო,
და ამ ნაცრისფერ ტიპებს შორის გამოვიყურები როგორც - ასაკურა იო,
ტიპი ადრე იყო ჩემი კერპი, ახლა თვითონაც უნდა როგორც გიო,

ა, და ამ ნაცრისფერ ტიპებს შორის გამოვიყურები როგორც - მეფე ასაკურა იო,
ტიპი ადრე იყო ჩემი კერპი, ახლა თვითონაც უნდა როგორც გიო, (როგორც გიო)


რეცენზია!

მოცემულ კომპოზიციაში ჩვენ ვხვდებით საინტერესო მოტივებს, სადაც სიმღერის ავტორი, მსმენელს აწვდის მესიჯს, რომ მუსიკის აღნიშნული ჟანრი, ამ შემთხვევაში - რეპი, მისთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა ან ჰობი.

გიორგი მარუაშვილი დახვეწილი რეჩიტატივის მეშვეობით თვალსაჩინოს ხდის იმ ფატს, რომ მუსიკას, და კონკრეტულად რეპს, დიდი ადგილი უკავია მისი ცხოვრების ყოველდღიურობაში. მეტიც, რეპი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენს მის ცხოვრების წესს, არ არსებობს დღე, როცა გიო არ წერს ტექსტს, არ არჩევს ბითს, ან უბრალოდ არ უსმენს მუსიკას. ხსენებული ჟანრისა და კულტურის მეშვეობით, OG MARU საზრდოობს როგორც მდინარე, ის იღებს დიდ ენერგიასა და მოტივაციას, რაც მას უჩენს სურვილს უკეთესი ცხოვრებისა და მომავლისკენ. Hip-Hop კულტურის ზეგავნელით გიორგი დაიხვეწა როგორც პიროვნება, რაც მთავარია, OG MARU საყვარელი საქმის კეთებით უბრალოდ იღებს სიამოვნებას, და საზოგადოებას აჩვენებს რას არის სტილი, და როგორ უნდა მისი კეთება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემული ტრეკი: Gio Da Yung OG - წარმოადგენს OG MARU-ს მუსიკალური და შემოქმდებეთი გზის ერთგვარ შეჯამებას, მისამღერში ავტორი ახსენებს თავის ძველ ნაშრომებს და აღნიშნავს, რომ მოცემული ტრეკების მეშვეობით თავის ქალაქსა და სანაცნობოში - „მისი სახელი გახდა სიტყვა რეპის სინონიმი“. გარდა ამისა, იგი საკუთარი თავის მადლობელია და კმაყოფილია იმით, რომ მან დაძლია სულიერი, გონებრივი და ფიზიკური წინაღობები, და ყველაფრის მიუხედავად გადადგა ნაბიჯი მუსიკის კეთებისკენ, ეს კი მკაფიოდ იკვეთება მოცემულ სიტყვებში: „მე ვაკეთებ იმას, რაც იყო ჩემთვის განკუთვნილი“.

თუ ვისაუბრებთ იაგუარზე, რომელიც გამოსახულია მოცემული ტრეკის cover-ზე, შეუძლებელია არ შევნიშნოთ მისი გაბრაზებული მზერა, ზიზღი და აგრესია. აღნიშნული cover-ის მეშვეობით, OG MARU გამოხატავს თავის სულიერ მდგომარეობასა და შინაგან სამყაროს, გვაჩვენებს იმას, თუ როგორ გრძნობს იგი თავს, ეს კი პირდაპირ ურთიერთკავშირშია მოცემული კომპოზიციის თემატიკასა და კონცეფციასთან.

საყურადღებოა ასევე ისიც, რომ მოცემულ ნაშრომში საკმაოდ კარგად ჩანს გიორგის ცხოვრების ის პერიოდი, როცა იგი არ ჩანდა YouTube-ზე და არ აქტიურობდა სოციალურ ქსელებში. თუ დავუკვირდებით სიმღერის ტექსტს, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რა ცვლილებები მოხდა გიორგის ცხოვრებაში ბოლო 5 თვის განმავლობაში და რა ცხოვრებისეულ სირთულეებთან მოუწია მას თვალის გასწორება. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, OG MARU არ ღალატობს საკუთარ თავს და კვლავ ბრუნდება კიდევ ერთი ახალი სიმღერით. ხოლო, ამ ტრეკის შემდეგ, გიორგი მარუაშვილისთვის იწყება შემოქმედებისა და მუსიკალური გზის ახალი ეტაპი, სადაც Big Boy 49, ანუ ახალგაზრდა OG MARU - გააგრძელებს თავის დამკვიდრებას ქართულ რეპ ინდუსტრიაში, არასაჭირო ხალხისა და ყალბი გარემოცვის გარეშე!