ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები

07/15/2013

ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები

აფხაზეთის ნანგრევებს მივუყვები სიზმრებში,
გზაზე მიმოუფანტავთ ხმადაცლილი ტყვიები.
დედებმა რომ იტირეს დღესაც მახრჩობს ფიქრებში,
ჭაბუკების სისხლით როს გადაწითლდნენ იები.

ქართველები ზარ-ზმანებს სამრეკლოში რეკავდნენ,
მტერი კი გვიტოვებდა დასამარხად ცხედრებს და --
საქართველოს მკერდზე რომ ძმა ბიჭები ეყარნენ,
დედა ვაჟკაცებისთვის ღმერთს მშვიდობას ვედრებდა.

რეკენ საქართველოდან ქართულ უბედურებას,
სისხლიანი ტყვიები გვეყრებოდა თავზე და
სიკვდილისფრად შეიმოსა აფხაზეთის ბუნება,
წინა ხაზის დაცემისას ბოლო ხაზი გვავსებდა.

გორგასალის საფლავზე ვლოცულობდი ცრემლებით,
მივტიროდი აფხაზეთს მოვთქვამდი და ვხაოდი.
ამ დროს ზოგი ქართველი ღვინოს სვამდა ქვევრებით --
განსხვავებულს შესვამდნენ და გნიასი გაუდით.

დაუნდობლად ვურტყავდით რაც კი ხელში გვხვდებოდა,
რომ დაგვეცვა სახლ--კარი და იმედი მომავლის.
ხმალით ვუფრთხილდებოდით ქართულ მემკვიდრეობას,
სული გამოგვყოლია კრწანისის და მარაბდის.

ბრძოლა ვისღა ახსოვდა,ომში ძმა-ძმას გაექცა,
ბედკრული ქართველობა დღესაც მძიმე ჯვარია,
8 აგვისტოს,9 აპრილს,ოჯახები დაგვექცა,
გეყოთ,ჩემი სამშობლო ომით გადამწვარია.

გავმთლიანდით ჭირით და გავმთლიანდით ვარამით,
სამართლიანობისთვის ვანამუსოთ ნამუსი.
აფხაზეთის მთებს შევკაზმავ საქართველოს კალამით,
ქართველებო ქართული განდაგანა გაუსვით.

გამარჯვების ღვინო მოვსვი სისხლიანი ხორხით,
მგლოვიარე ქართველი ვარ,თავს ენგური მაწვიმს.
მუხლმოკვეთილ სამაჩაბლოს ვეზიარე მორთხმით,
ჩვენი დედა საქართველო დღესაც იცავს ბარძიმს.

რომ სამების ხარაჩოებს მტრედი აღარ გამოსცდეს,
გთხოვ შემინდე უფალო,თხოვნა თუკი წამომცდეს
რომ ლექსებით ვისულდგუმელებ მანამ წავალ სამოთხეს,
ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს.

https://www.facebook.com/OtosPoetry?r...

ვიდეოები „ოთო გურგენიშვილი"-ისგან