გამოფენა: "დაპატიმრებული მზერა"

12.06.2013 01:15

„დაპატიმრებული მზერა", - ამ სახელწოდების პერსონალური გამოფენა თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო. ექსპონატები ესპანელ ფოტოგრაფს, მანელ ესკლუსას ეკუთვნის, რომელიც ამ პროექტზე 1973-1979 წლებში მუშაობდა. სურათები მზერის სიმბოლიკაზეა აგებული, რომელიც მის იმდროინდელ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს. ფოტოსერია ავტორის ბრძოლის პროცესს წარმოადგენს, სადაც იგი უპირისპირდება ავადმყოფობას, სიკვდილის შიშს და არარსებულ მომავალს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/10cL84A

გაზიარება: