იდლიბის რეგიონში სირიის სახელისუფლებო არმიის ორი გენერალი მოკლეს
იდლიბის რეგიონში, თურქეთის სამხედრო უპილოტო თვითმფრინავების ავიაიერიშის დროს, სირიის სახელისუფლებო არმიის ორი გენერალი მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად, ორი გენერალი და ერთი პოლკოვნიკია ლიკვიდირებული. ოპერაცია, „გაზაფხულის ფარის“ ფარგლებში, თურქეთის არმიამ სირიის არმიის 2 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი გაანადგურა. თურქეთის სამხედრო ავიაციამ, ბოლო მონაცემებით, სირიის ხელისუფლების სამი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე იერიში მიიტანეს ალეპოს პროვინციაში მდებარე სირიის არმიის „ალ-ნაირაბის“ სამხედრო ბაზაზე და სრულიად გაანადგურეს. თურქეთისგან მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა ძალებმა, სირიის ჩრდილო-დასავლეთში ცხრა სოფელზე დაამყარეს კონტროლი. შეიარაღებული დაპირისპირების დროს, დანაკარგები აქვს თურქეთის არმიასაც. სირიის მედია წერს, რომ სირიელმა სამხედროებმა თურქეთის არმიის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოუგდეს. დაპირისპირების ფონზე, სირიის ხელისუფლებამ იდლიბის რეგიონში საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთში აცხადებენ, რომ სირიის საჰაერო სივრცეში თურქული საფრენი აპარატების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფენ. თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, იდლიბის რეგიონში, თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაიჭრა. 27 თებერვლის შემდეგ, თურქეთი იდლიბის რეგიონში ოპერაცია „გაზაფხულის ფარს“ ატარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთ-სირიის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა თურქეთსა და სირიას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა თურქეთსა და სირიას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიაიერიში სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საჰაერო თავდასხმა იდლიბში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმას 37 ადამიანი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster