თვითმმართველობის არჩევნები 2021

02.10.2021 02:49

3 743 უბანი დახურულია. იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი - ხმების დათვლა.

ცესკო-ში ამბობენ, რომ დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია, ანუ წინასწარ შედეგებს დაახლოებით ღამის სამი საათიდან უნდა ველოდოთ. ახლა ყველა უბანზე ერთი და იგივე პროცედურა მიმდინარეობს - წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დათვლიან ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას, შემდეგ კი გაიხსნება საარჩევნო ყუთები და დაიწყება ბიულეტენების დათვლა. წელს სიახლეა ის, რომ 3 200 უბანზე ხმების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მოხდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog