„ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში შემოვა


საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას თებერვლის ბოლოს ელოდებიან - რა რაოდენობის პრეპარატი შემოვა ქვეყანაში და ვინ აიცრება პირველი მარაგით. პრემიერ-მინისტრმა დღეს ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი დაასახელა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

პარალელურად, სპეციალისტები ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასტაბილურებაზე საუბრობენ, რასაც არსებული შეზღუდვებით ხსნიან. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 19 989 ტესტიდან, კორონავირუსი 676 პირს დაუდასტურდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან