არავინ დარჩება სტატიის და სარჩელის დამწერი, გამშუქებელი, გამპროტესტებელი - „რიონის ხეობის მცველები“

04/12/2024

https://mtisambebi.ge/ - „ამას უნდა შეეწიროს, თუ სადმე თავისუფალი ხმა ისმის; ვიღაც კარავში რომ ათენებს და აღამებს, გზა რომ დაუგონ; ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება რომ არ დაიდოს ჰესზე; ტყე რომ არ მისცენ რუს კაცს; ჭიათურაში ცოცხლად რომ არ დაიმარხონ მიწაში; ვიღაცას მეწყერი რომ არ დაეცეს თავზე. ხალხი არის ვინც ამათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები გამოავლინა. ერთი კაცი აღარ იქნება სტატიის დამწერი, ერთი კაცი აღარ იქნება სარჩელის დამწერი, ერთი კაცი არ იქნება გამშუქებელი. მერე ვილოცოთ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ თუ რა გავაკეთოთ? ნამდვილად არ ვაპირებთ შევეგუოთ აგენტის იარლიყს“

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან