საკადრო ცვლილებები „რუსთავი 2“-ში
საკადრო ცვლილებები „რუსთავი 2“-ში. არხის ახალმა მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება იგეგმება გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გიორგი ლაფერაშვილის მიმართაც. ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯს ინტერესთა კონფლიქტით ხსნის და მათი მონაწილეობით, გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებზე მიუთითებს. პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავაც დაიწყოს. ამ კონტექსტში დღესაც ახსენეს „რუსთავი 2“-ის სარეკლამო კონტრაქტორი კომპანიის, „ინტერმედიის“ სახელი და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აქცენტი ამჯერადაც არხისთვის მიყენებულ სოლიდურ ფინანსურ ზარალზე გაკეთდა. თავის მხრივ, სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს ნოდარ მელაძეც, რომელიც ხელისუფლებას მასთან გარიგების მცდელობაში, მენეჯმენტს კი სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არხზე მომუშავე ადამიანები, რომლებსაც გენერალურმა დირექტორმა ტელევიზიის ფინანსურად გამართვისა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების პირობა მისცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკადრო ცვლილებები რუსთავი 2 ში
TV IMEDI
საკადრო ცვლილებები "რუსთავი 2-ში"
Maestro Television
„მოამბე“ 21 საათზე, 20 აგვისტო, 2019 #LIVE
საგანგებო თათბირი „რუსთავი 2-ში“ - რა საკადრო ცვლილებები გან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
🔴 დღის კომენტარი 15:30 საათზე (29.01.2024)
info news
ღამის კურიერი - პოლიტიკური და რელიგიური პროცესები ქვეყანაში
„რუსთავი 2-ის“ თანამშრომლების მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2-ის“ თანამშრომლების მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster