ფოთის სტადიონის მდგომარეობა

29.03.2019 01:35

ფოთის საკრებულოს წევრებმა სტადიონის ახალაშენებული, დასავლეთის ტრიბუნა დაათვალიერეს.  ამ დროისთვის დასრულებულია მშენებლობის პირველი ეტაპი. ოპოზიციის თქმით, სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. ისინი პროექტში ცვლილებების შეტანასა და დეფექტების გამოსწორებას მოითხოვენ. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხარვეზების გამოსწორებამდე ობიექტი არ ჩაიბარონ. ხელისუფლების ინფორმაციით, საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და ობიექტის ჩაბარების საკითხი სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო