თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს
10/29/2022
თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირებას ასახელებს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რეფორმების ჯგუფის შემადგენლობაში რჩება. აქუბარდიას მიაჩნია, რომ კანონმდებლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები საპარლამენტო მუშაობაში, განსაკუთრებით ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გადავწყვიტე, გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – წერს თეონა აქუბარდია. ამ გადაწყვეტილებას აქუბარდიას უკვე ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.