მოლაპარაკების შესაძლებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

21.02.2021 02:44

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. კარლ ჰარცელმა დღეს ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის კოლეგებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. განცხადებები გააკეთეს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც. ისინი ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო