შობის ტრადიციები საქართველოში
შობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია საქართველოში, რომელსაც ბევრი ხალხური ტრადიცია უკავშირდება. შობის ღამეს მთელ საქართველოში ტრადიციულად სრულდება ალილო. თითქმის ყველა კუთხეს ალილოს საკუთარი ვერსია აქვს. გარდა სიმღერისა, ალილო ქრისტეს მახარობლების მსვლელობასაც ეწოდება. ყველასთვის ცნობილია, რომ მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ ოჯახებში და ლხინსაც იქ აგრძელებდნენ, სადაც დაათენდებოდათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში აღდგენილია და 7 იანვარს მთელ საქართველოში იმართება. ერთ-ერთი გამორჩეული საშობაო ტრადიცია შობის ღამეს ფანჯრის რაფაზე სანთლის ანთებაა. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით შემოიღეს. მორწმუნეებს სჯერათ, რომ სანთლის დანთებით ქრისტეს მოვიხმობთ, რომ ჩვენს ოჯახებში მარადიული სინათლე და თავისი მადლი შემოიტანოს. შობის დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას. შობის დღესასწაულის უძველესი დროიდან შემონახულ უცვლელ ტრადიციებს თვალი ლიზა ციციშვილმა გადაავლო და ის თავის რეპორტაჟში გაჩვენებთ, როგორ ცხვება გურული ღვეზელი და როგორ ემზადებიან ეკლესია-მონასტრებში შობის დღესასწაულისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საშობაო ტრადიციები საქართველოში #მოამბე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის საშობაო ბაზრობა
culturegovge culturegovge
საქართველო სტრასბურგის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
საქართველო სტრასბურგის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ქართული კულტურა სტრასბურგში
culturegovge culturegovge
სტრასბურგის საშობაო ბაზრობა
culturegovge culturegovge
სტრასბურგის საშობაო ბაზრობა
culturegovge culturegovge
სტარსბურგის საშობაო ბაზრობა
culturegovge culturegovge