სამშენებლო სამუშაოები გრიგოლეთის შემოვლით გზაზე

13.05.2022 01:37

გრიგოლეთის შემოვლითი გზის ჩათვლით, სამტრედიიდან ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-მდე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა. ეს სატრანზიტო გადაზიდვების, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. მისი თქმით, გრიგოლეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის მიხედვით კი სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტის ფარგლებში შენდება 4 ზოლიანი 14.4 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო