საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიევში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში შეხვედრებს მართავს. „ჩავედი კიევში ქართველ პარლამენტარებთან ერთად, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. უკრაინული მხარის მოთხოვნით, საომარი მდგომარეობიდან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვიზიტის დეტალები შეხვედრების დასრულებამდე არ საჯაროვდება. ქართველი კანონმდებლები უკრაინაში გუშინ გაფრინდნენ. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მასში „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლების გარდა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატი შედის. ვიზიტი ერთდღიანია. დელეგაციის წევრები, სავარაუდოდ, მოინახულებენ საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქებსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტი შეაჯამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster