ფასდაკლებები მედიკამენტებზე C ჰეპატიტით დაავადებულთათვის


ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება, საბაზრო ფასთან შედარებით, 60%-ით ნაკლები იქნება. აღნიშნული დახმარებით, 2015 წლის დეკემბრამდე 10 000 პაციენტი ისარგებლებს. ფასდაკლებით სარგებლობისთვის პაციენტმა სოციალური მომსახურების სააგენტოს 1 თებერვლიდან უნდა მიმართოს. აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფესებენ თელავში ექიმი-ინფექციონისტები.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1bxb0LW

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან