„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დედოფლისწყაროში
29.05.2014
01:26
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დედოფლისწყაროში ჩავიდნენ. დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, კობა სუბელიანმა, ირმა ნადირაშვილმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა ადგილობრივებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარუდგინეს. „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დედოფლისწყაროს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილია, ხოლო დედოფლისწყაროს გამგებლობის კანდიდატად ემზარ ჯანაშვილი დასახელდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1kNmHm0