Forbes Georgia #30under30 - კონსტანტინე ჭეიშვილი 2021 წლის გამარჯვებული კატეგორიიდან - ტექნოლოგიები

11/14/2022
Business Media Georgia-ის მიერ

სკოლის შემდეგ სწავლა „იაკობსის ბრემენის უნივერსიტეტში“ გააგრძელა, ფიზიკის ფაკულტეტზე. თუმცა, კონსტანტინემ იცოდა, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც სჭირდებოდა. აი, ასე მოხვდა ფრიდრიხ ლურსენის გემთმშენებელ კომპანიაში. სამაგისტრო პროგრამის სწავლის პარალელურად, კონსტანტინე „ფორმულა 1-ის“ საუნივერსიტეტო გუნდში გაწევრიანდა და გუნდთან ერთად დააპროექტა და შექმნა ელექტრომანქანა, რომელმაც „ფორმულა 1-ის“ საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც 500 უნივერსიტეტი ეჯიბრება ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში.კონსტანტინეს გუნდის მიერ შექმნილმა მანქანამ მოიგო თითქმის ყველა შეჯიბრი და დელფტის უნივერსიტეტი გახდა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი. Რატომ არ სურდა კონსტანტინეს საზღვარგარეთ დარჩენა? Რატომ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და მისი ცოდნისა და გამოცდილების აქ გაზიარება? რა პროექტებს უდგას ახლა სათავეში და როგორ გრძელდება მისი საქმიანი და წარმატების ისტორია?

სტუმრები: ლიზა ხაბაზაშვილი - \"კონსიერჟ თბილისის\" მმართველი პარტნიორი;
კონსტანტინე ჭეიშვილი - 2021 წლის #Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - ტექნოლოგიები; „დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ დოქტორანტი და მკლევარი, გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით;

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან