Forbes Georgia #30under30 - ნუცა აბაზაძე 2021 წლის გამარჯვებული კატეგორიიდან - ტექნოლოგიები
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ბიზნეს სამყაროში თანამედროვე ციფრული ტრანსფორმაცია არის თამაშის წესების შემცვლელი გარემოება, რომელიც მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის დამატებითი ღირებულების პოტენციალს სხვადასხვა ინდუსტრიებში თუ ცალკეულ კომპანიებში. მარტივად რომ ვთქვათ: მოწყობილობები - მობილურები, ლეპტოპები, საათები, ტაბლეტები რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, არამხოლოდ ჩვენი ქცევაა, არამედ ქმნიან მონაცემთა სოლიდურ ეკოსისტემას. მონაცემთა ეკოსისტემა ბევრ სხვადასხვა როლს, სპეციალიზაციას და უნარს აერთიანებს, თუმცა მათი ყველას საერთო მახასიათებელი არის ის, რომ მონაცემთა ანალიტიკა ადამიანებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ მათი კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება და შედეგად მოახდინონ რეალური გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე. რამდენადაც ტექნოლოგიების როლი მრავალმხრივი ხდება, ის უზრუნველყოფს ბაზარზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, წარმოქმნის ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნედლი ინფორმაცია ითარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ. საინტერესოა, კონკრეტულად რა შედეგებამდე მივყავართ მონაცემების ანალიტიკას, რამდენად სწორად ხდება საქართველოში მონაცემების სტრატეგიულად გამოყენება და ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი მონაცემთა ანალიზის როლი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში? ამ და ბევრ კიდევ საინტერესო შეკითხვას ფორბსის 30 წლამდელთა სიის წევრი, ტექნოლოგიების კატეგორიაში გამარჯვებული - ნუცა აბაზაძე, მონაცემთა ანალიტიკოსი და თიბისის ანალიტიკური (AI/ML) პროექტების ლიდერი გვიპასუხებს. თიბისიში მისი მთავარი მიზანი სწორედ მონაცემების სწორად გაგება და მათზე დაყრდნობით ღირებული დასკვნების გამოტანაა. სტუმრები: ლიზა ხაბაზაშვილი - "კონსიერჟ თბილისის" მმართველი პარტნიორი; ნუცა აბაზაძე - 2021 წლის #Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - ტექნოლოგიები; "თიბისის" ანალიტიკური (AI/ML) პროექტების ლიდერი.
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
Forbes Georgia #30UNDER30 - გამარჯვებულები 2021
Business Media Georgia
Forbes Georgia #30Under30 - მარიამ ცანავა, UPWAY მმართველი პ...
Business Media Georgia
Forbes Georgia #30under30 - ლიზი რამიშვილი 2021 წლის გამარჯვ...
Business Media Georgia
Forbes Georgia #30under30 - მარიშა გოგოლაური 2021 წლის გამარ...
Business Media Georgia
Forbes Georgia #30under30 (2021) - ქიმიკოსი დეა გოგიშვილი, გ...
Business Media Georgia
Forbes Georgia #30under30 (2021) - ვანო ჩალაძე
Business Media Georgia
Forbes Georgia #30under30 (2021) - მარიამ მარგიანი
Business Media Georgia
Forbes Georgia #30under30 - კონსტანტინე ჭეიშვილი 2021 წლის გ...
Business Media Georgia