სასამართლო პროცესი ბოლნისში

05.10.2020 01:47

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ლაშა ქველაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო. მას ბრალი ოფიციალურად ორი მუხლით აქვს წარდგენილი. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. პარალელურად, ბოლნისის რაიონული სასამართლო კიდევ ერთი ბრალდებულის, ბოლნისის სოფელ ნახიდურში ინციდენტში მონაწილე პირის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. მას ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: