პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია


ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა მე-10 მოწვევის პარლამენტში.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო ოპოზიციის უმწვავესი კრიტიკის, ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების და საპროტესტო აქციის ფონზე დაძლია. მაშინ, როცა კენჭისყრის პროცედურა დაიწყო, ოპონენტები პროტესტის ნიშნად დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ. მანამდე კი იყო მძიმე შინაარსის გამოსვლები, შეურაცხმყოფელი ეპითეტები და ურთიერთბრალდებები. მთავარი მომხსენებელი დღესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო, რომელმაც ვეტოს გამოყენების მთავარ არგუმენტად კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების სტიგმატიზება-შეზღუდვა და მძიმე საერთაშორისო რეაქციები დაასახელა. ოპოზიციისთვის ვეტო სამართლებრივად გამართული, მმართველი გუნდისთვის კი სამართლებრივი შენიშვნებისგან დაცლილი და არაკომპეტენტური დოკუმენტია. შვიდ საათიანი დაძაბული განხილვის დროს ოპოზიციას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა - მმართველ გუნდს ვეტოს დაძლევაზე უარი ეთქვა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან