Project "VOISA" by Giorgi Mikadze Rustavi 2 P.S. ვოისა

05/10/2018
GeorgianArt Agency-ის მიერ

Project \"VOISA\" by Giorgi Mikadze Rustavi 2 P.S.
გიორგი მიქაძე “ვოისა“.

✔ 2017 წლის 25–29 ოქტომბერს ფონდ \"ქართული გალობის\" მხარდაჭერით ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab -ში პირველად განხორციელდა ნოვატორული პროექტი გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი“-ს მონაწილეობით, სახელწოდებით “ვოისა“.

✔ პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე, წარმატებული პიანისტი, კომპოზიტორი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე, #GiorgiMikadze რომელმაც საკუთარი ვარსკვლაური ბენდისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ #Basiani სპეციალურად შექმნა რამდენიმე კომპოზიცია.

✔გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მულტიჟანრული პროექტი „ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობები;

✔ პროექტის მიზანი იყო ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნა, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაცია.

✔ პროექტის სპეციალური სტუმარი გახლდათ OKayplayer-ის არტისტი, Berklee College of Music-ის პროფესორი, ჰიფ-ჰოფერი, DJ რეიდარ ელისი #RaydarEllis

✔ გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივ ნოვატორული პროექტის ვიდეო ჩანაწერებს მსმენელი უახლოეს მომავალში იხილავს.

✔ პროექტის პარტნიორებია: საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab, Yamaha Artist Services, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.