„Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ VOISA-ს კონცერტი ჩატარდება

31.07.2018 03:55

სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი „VOISA“, რომლის მიზანს საქართველოს მსოფლიოსთვის გაცნობა წარმოადგენს, 4 აგვისტოს „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ ჩატარდება. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. „VOISA“-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროექტი საკუთარი ამერიკული All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: