ბაგა-ბაღების სააგენტოს ანგარიში


თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 2018 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარადგინა.
კახაბერ გვანცელაძემ გასული წლის უმნიშვნელოვანეს ფაქტად 11 ახალი საბავშვო ბაღის გახსნა დაასახელა. მისი თქმით, ბაღების მშენებლობა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის უმთავრესი ამოცანაა,ამიტომ 2019 წლის დასაწყისიდან კიდევ 11 ბაღის მშენებლობა დაიწყება. უკვე მომზადებულია ადგილები გლდანში, დიდუბეში, სამგოში, ისანსა და კრწანისში. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ვაკესა და საბურთალოზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ტერიტორიების მოძებნა ვერ ხერხდება და სააგენტო მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კერძო პირებთან შეეცდება. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებიც ავარიულობის გამო დახურული ბაღების დემონტაჟსა და ახალი ბაღების მშენებლობას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან