„ლიტერას“ ჟიურის წევრების გადაწყვეტილება
ლიტერატურულ პრემია „ლიტერაში“ მონაწილე მწერლები, დიზაინერები, მთარგმნელები და გამომცემლები საქართველოს კულტურის მინისტრს მიმართავენ. ხელოვანები თეა წულუკიანისგან სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრის, იოსებ ჭუმბურიძის მოხსნას ითხოვენ. მწერლები აცხადებენ, რომ „ლიტერას“ ჟიურის თავისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს. აღსანიშნავია, რომ პრემია „ლიტერადან“ თავისი ნაწარმოები 20-მდე მწერალმა მოხსნა. პრემია კი მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკურსს „ლიტერა“ სრულად უწევს ორგანიზებას მწერალთა სახლი, სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთ კაციან საკონკურსო კომისიაში მხოლოდ ერთია სამინისტროს წარმომადგენელი, სხვა წევრებს კი მწერალთა სახლი დამოუკიდებლად ასახელებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ლიტერას“ ჟიურის წევრების გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწერალთა სახლის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
0
ბიბლიოთეკა- „ვაშლის ბაღები“ და „sHEROes”
Ajara TV
მწერლების ბოიკოტი თეა წულუკიანს - „ლიტერას“ ერთმანეთის მიყოლ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" - ჟიურიმ გამარჯვებულები ხუთ ნ...
TV IMEDI
#ახალიდღე „ლიტერას“ 2020 წლის ფინალისტები - გიორგი კეკელიძის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია „ახალი დღის“ პირდაპი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster