მუსიკალური საღამო
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში მოღვაწე ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის პროექტის „მუსიკის ენა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს!" პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალურ საღამოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეწსრნენ. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის პროექტის მიზანია პროფესიული მუსიკის ფართო პროპაგანდა და ქართველ მუსიკოსთა საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში ინტეგრირება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ქვეყნის როგორც აღიარებული, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მოწვევა, სახელმწიფო ორკესტრთან თანამშრომლობის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საღამოზე სიმფონიური ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ბახის, მოცარტის, როსინის, პიარტის, ყანჩელის და სხვა ავტორთა ნაწარმოებები შეასრულა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მუსიკალური საღამო რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკალური საღამო მედია კაფეში
kakhetiskhma gazeti
მუსიკალური საღამო თიბისი გალერეაში
Artareatv
მუსიკალური საღამო ვაკის მედიათეკაში
Tbilisi City Hall Presscentre
The Thrill is Gone - სანდრო კურცხალიძე და თეკლა ჩაგანავა cov...
Tekla Chaganava - თეკლა ჩაგანავა
მზადება „მუსიკალური საღამოებისთვის“კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მუსიკალური საღამოები“ სამტრედიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მუსიკალური საღამოები“ ახმეტაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster