გაიცანი საქართველო


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიატური აჭარაში მოაწყო, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

პროგრამის, - „გაიცანი საქართველო,“ - ფარგლებში ტურის მონაწილეებმა მაღალმთიან აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მახუნცეთის ჩანჩქერი მოინახულეს, დააგემოვნეს ადგილობრივი წარმოების 7 სახეობის ღვინო შერვაშიძეების მარანში და გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს.

იმისთვის, რომ აჭარის რეგიონი ტურისტებისთვის ყველა სეზონზე საინტერესო იყოს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ფასდაკლების კვირეული დაიწყო. სამი კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონში არსებული 12-მდე სასტუმრო ტურისტებს სპეციალურ ფასებს შესთავაზებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან