„მერანოს ღვინის ფესტივალი“


„მერანოს ღვინის ფესტივალი“ - საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ ღონისძიებას იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლა. ჩატარდა „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაც. საკონკურსო ნიმუშები 17 და 18 ივნისს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს.

2017 წელს დაფუძნებული კონკურსის მიზანია, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. ფესტივალი იტალიაში 1992 წლიდან იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალურია არამარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან