მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 51. The Northman (2022): შთაბეჭდილებები რობერტ ეგერსის ფილმზე
მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia) -------------------------------------------------------------- პოდკასტი არ შეიცავს სპოილერებს ფილმის ძირითად მომენტებსა და კულმინაციაზე, შეგიძლიათ, მშვიდად მოუსმინოთ. „მწარე პოდკასტის" 51-ე ეპიზოდში, რობერტ ეგერსის ახალ ფილმზე, ისტორიულ-მისტიკურ დრამაზე, The Northman-ზე (როგორც ქართულად თარგმნიან „ვიკინგი") ვისაუბრეთ. The Northman 2022 წლის 22 აპრილს გამოვიდა და როგორც კი ფილმი ფართო აუდიტორიამ იხილა, წამოვიდა როგორც კარგი, ისე ნეიტრალური თუ ცუდი შეფასებები. ეს ინდივიდუალურად დამოკიდებულია გემოვნებზე, ინტერესებზე, ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გარკვეულწილად მესმის ყველა ადამიანის, ვისაც ძალიან მოეწონა, ნეიტრალურად მიიღო ან საერთოდ არ მოეწონა. ეს ფილმი მოხიბლავს მათ, ვისაც სკანდინავიური, ისლანდიური თუ ირლანდიური საგის სტილი და მნიშვნელობა ესმის. მაგრამ, ის უკვე ფაქტია, რომ მივიღეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი ისტორიული ფილმი, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ გამოსულა. ვინაიდან, ისტორიული ფილმები, თანაც შუა საუკუნეებსა თუ ანტიკურ ხანაზე, ბოლო ათწლეულებია იშვიათად გამოდის, შესაბამისად, ვცდილობ, ყოველი ასეთი ფილმის გამოსვლას, პოდკასტზე მცირე განხილვა მივუძღვნა და The Northman-ც ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ეს „უხეში", „პრიმიტიული" და ამავე დროს, ბევრი კარგი თვისებით გამორჩეული ფილმი, ტრეილერის გამოსვლისთანავე მოექცა „მწარე პოდკასტის" ობიექტივში. ჩვენეული შთაბეჭდილებების გარდა, პოდკასტში მოვიყვანეთ როგორც საერთაშორისო გამოცემების, ისე პოპულარული კინოკრიტიკოსების გაკეთებული შეფასებებიც, თუ რა გამოხმაურება მოყვა ეგერსის ახალ ფილმს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი სტუმარი არის თამთა უგლავა, რელიგიის მკვლევარი, რომლის საინტერესო „პოდკასტს რელიგიაზე", „მწარე პოდკასტის" მსმენელებსაც გირჩევთ. Source: https://www.podbean.com/eau/pb-hpgp8-...
მწარე პოდკასტი-ის სხვა ვიდეოები
რომის დაარსებიდან გვიან რესპუბლიკამდე. რომის ისტორ...
ეპიზოდი 21. რატომ არის რუსეთი ზესახელმწიფო?
რომის ისტორია, ნაწილი IV. კეისარი პომპეუსის წინააღ...
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 54. თემურლენგი, ევროპა და...
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 14. დავით IV აღმაშენებელი...
ავგუსტუსის პრინციპატი. რომის ისტორია#6
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 59. Risorgimento - იტალიის...
57:24
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 4. ისტორიის სწავლება ქართ...
მსგავსი ვიდეოები
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 34. Netflix‘s The Witcher, სეზონი 2,...
მწარე პოდკასტი
მწარე პოდკასტი,ეპიზოდი 35. შუა საუკუნეებიდან შუახმელეთამდე:...
მწარე პოდკასტი
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 13 როცა აღმოსავლეთი შეხვდა დასავლეთ...
Bitter Podcast
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 2. რას ითხოვს ხალხი ისტორიისგან?
მწარე პოდკასტი
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 3. დიპლომატიის ისტორია
მწარე პოდკასტი
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 1. პოლიტკორექტულობა და ისტორია
მწარე პოდკასტი
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 31. ჭადრაკის კუს საიდუმლო
მწარე პოდკასტი
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 32. ლუდი საქართველოში
მწარე პოდკასტი