წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარედგინა


ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გრიგოლ ივანეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რაც ეხება ამავე საქმეზე დაკავებულ თეიმურაზ ჩოჩუას, რომელიც ვაკის გამგებლის მოადგილეა, ის დუმილის უფლებას იყენებს. საჯარო მოხელე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით აიყვანა. ბრალი ოფიციალურად მასაც წარდგენილი აქვს. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან