KOLGA TBILISI PHOTO 2016-ის გამოფენები გრძელდება
15 მაისს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, KOLGA TBILISI PHOTO 2016-ის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „კოსმოსური ბოსტნეული და დედამიწის მცენარეები“ (კურატორი: თინა შელჰორნი). გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. „მცენარეები, როგორც გონიერი და გამძლე ცოცხალი ორგანიზმები დედამიწიდან კოსმოსურ სივრცეში ევოლუციის გზაზე“ - ჯგუფური გამოფენა უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა ფოტოობიექტივშიც მცენარეები სხვადასხვა და საინტერესო ფორმით მოხვდნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO, ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით, 12 მაისს გაიხსნა; 19 მაისის ჩათვლით ის 150-მდე საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფსა და პორტფოლიო განხილვას უმასპინძლებს. საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა” წელს პროექტის “Check in Georgia“ ფარგლებში იმართება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
“ქოლგა თბილისი ფოტო” დაიწყო
Music Box
Kolga Award 2020 - ვირტუალური დაჯილდოება
Kolga Tbilisi Photo
KOLGA TBILISI PHOTO 2015 in Batumi - ქოლგა თბილისი ფოტო 2015...
Kolga Tbilisi Photo
ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული 2022/Kolga Tbilisi Photo Week 20...
Kolga Tbilisi Photo
საზოგადოებრივი მაუწყებელი - დღის კოდი - გურამ თიკანაძის შესა...
Kolga Tbilisi Photo
KOLGA TBILISI PHOTO 2015 - გახსნის ცერემონია
culturegovge culturegovge
KOLGA TBILISI PHOTO 2018: ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ქოლგა თბილისი ფოტო 2013 / KOLGA TBILISI PHOTO 2013 - ანონსი
Artareatv