15 მაისს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, KOLGA TBILISI PHOTO 2016-ის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „კოსმოსური ბოსტნეული და დედამიწის მცენარეები“ (კურატორი: თინა შელჰორნი).
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
„მცენარეები, როგორც გონიერი და გამძლე ცოცხალი ორგანიზმები დედამიწიდან კოსმოსურ სივრცეში ევოლუციის გზაზე“ - ჯგუფური გამოფენა უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა ფოტოობიექტივშიც მცენარეები სხვადასხვა და საინტერესო ფორმით მოხვდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO, ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით, 12 მაისს გაიხსნა; 19 მაისის ჩათვლით ის 150-მდე საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფსა და პორტფოლიო განხილვას უმასპინძლებს.
საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა” წელს პროექტის “Check in Georgia“ ფარგლებში იმართება.
http://culture.gov.ge/