მოლაპარაკებები ანკარაში
ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 17 აპრილს, თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. თურქულმა მხარემ სრულად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სპეციალისტების ჩართვა რეკომენდაციებისა და მითითებების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხანზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე ასევე, შედგა სიტყვიერი შეთანხმება -თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, თურქეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის დირექტორი აბდულა კოჯაფინარი, საგარეო ურთიერთობისა და ევროკავშირთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ონურ გოზე. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
იშხნის რესტავრაციის საკითხზე მოლაპარაკებები ანკარაში მიმდინ...
TV IMEDI
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - სომხურ-თურქული ნორმალიზაცია
პირველი არხი - 42-ე პარალელი
შეხვედრა ანკარაში
culturegovge culturegovge
შეხვედრა ანკარაში
culturegovge culturegovge
შეხვედრა ანკარაში მოამბე
culturegovge culturegovge
მოლაპარაკებები
jonny khetsuriani
მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით - კრისტიან დანიელსონის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster