"თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" - კონფერენცია

09/29/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

29 სექტემბერს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიხსნა კონფერენცია სახელწოდებით: \"თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად\".

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაში მონაწილეობენ ადგილობრივი მკვლევარები, მოქმედი სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორში.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ურთიერთქმედებაზე, არსებულ გარემოში შემოქმედებითობის განვითარებისათვის. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული და შემოქმედებითი ეკოსისტემის დიზაინ-დაგეგმარება ქალაქის განვითარებისთვის, საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი მეწარმეებისთვის და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ თბილისი რეგიონის შემოქმედებით ცენტრად იქცეს. საუბარი შეეხება ასევე ხელოვნებისა და კულტურის როლს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიაც თემაზე \"როგორ შევქმნათ ხელსაყრელი პირობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისთვის თბილისში\".




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან