ელენე კვანჭიანის და მისი შშმ შვილის დასახმარებლად
07/11/2022
„წყლის არ გამოშვება და შეზღუდვა ნამდვილად ძალიან მწყინს, ჩვენ უწყლოდ არ ვარგივართ, ამ ბავშვთან ერთი წუთი არ შეიძლება წყლის გარეშე. რამდენი მიზიდია ვედროებით, ქეც დავეცი ამ ზამთარს, ვერ ვდგებოდი. ისე შემეშინდა მოტეხილი არ მქონდეს თქო რამე. მე არ ვიცი პირადად ვერავის დავაბრალებ ვინ გვითიშავს, მე ვერ ვხედავ, მაგრამ რომ არ მოდის და წყალი წყდება ეს ხომ ჩანს.“
„ამ დედაშვილს ვუვლი ნოემბრიდან, ძალიან რთულია, ორივეს ესაჭიროება მომვლელი. მე ჩამოვდივარ საჭმელი მომაქვს და ვუკეთებ ყველაფერს, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ ქალი, რომელიც მუდმივად მათთან იცხოვრებს და მოუვლის. ამ ეტაპზე, შეიქმნა წყლის პრობლემა. უწყლოდ აქ ვერ იმუშავებს ვერავინ მოგეხსენებათ, დედა-შვილი ორივე შშმ პირია და ისედაც ძნელია მათი ჰიგიენის დაცვა, უწყლოდ ხომ საერთოდ ვერაფერს გააკეთებ. ეს პრობლემა მეზობლებიდან მოდის, მე ავდივარ შევაერთებ ისევ გათიშავენ მილები გადაყრილი მხვდება. არ ვიცი ვინ, რატომ აკეთებს ამას რა ინტერესი აქვთ, მე ვერავის დავასახელებ ამას ბევრი პრობლემა მოყვება. მაინცდამაინც უნდა მიგიყვანონ იმ ზომამდე, რომ იჩივლო მერე ისევ მე გამოვალ ცუდი, სპეციალურად გააკეთაო. ყველა უნდა ჩაერთოს სოფელიც, გამგებელიც და პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რომ ამ დედაშვილს წყალი და შუქი მიეწოდებოდეთ უპრობლემოდ.”
ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ, მთის ამბებთან თანამშრომლობით სოფელ ვედში (ხაიშის თემი) მცხოვრებ ელენე კვანჭიანს და მის შშმ შვილს, რომლებიც ძველ დანგრეულ საქონლის სადგომში ცხოვრობდნენ, (https://fb.watch/ec8ASH52NJ/ ) სახალხო დაფინასების გზით ავუშენეთ შშმ პითათვის ადაპტირებული სახლი, რომელიც აღჭურვილია ყველა საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით, მიყვანილია შუქი, წყალი და გაკეთდა კანალიზაციის სისტემა (სეპტიკი).
დედაშვილს ავუყვანეთ მომვლელი, რომელიც მათთან ცხოვრობდა და მოვლასთან ერთად ახალ საცხოვრებელ პირობებთან ადაპტირებასა და რეაბილიტაციაში ეხმარებოდა.
სამწუხცაროდ, კოვიდ პანდემის გამო მომვლელი გარდაიცვალა, მისი შემცვლელის ძებნის მიუხედავად ვერ ვიპოვეთ კადრი, რომელიც შშმ დედა-შვილს მოუვლიდა, რის გამოც მათი მდგომარეობა დამძიმდა.
ნოემბრის თვიდან მათ უვლით მეზობელი, რომელიც დღეში სამჯერ მოდის, მოაქვს საჭმელი და შეძლებისამებრ უკეთებს ყეველაფერს. ამ ეტაპზე შეუძლებელი გახდა მათი მოვლა, რადგან სოფლის მაცხოვრებლებმა შეუზღუდეს წყლის მიწოდება.
სათემო ორგანიზაციის წევრები ჩასული ვიყავით, წყალი ჩავრთეთ, მაგრამ გზაში წამოსულებს მომვლელმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ წყალი ისევ გათიშეს. აღნისნული მდგომარეობიდან გამომდინარე მოგმართავთ ადგილობრივ თვითმართველობას, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Mestia Municipality , ხაიშის თემის რწმუნებულს და გამგებელს, მიიღოთ ზომები და უზრუნველყავით დედა-შვილისთვის წყლის მიწოდებიასთან შექმნილი პრობლემის მოგვარება.
შშმ დედა-შვილის ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური შემწეობაა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საჭიროებების მოგვარებას.
ესაჭიროებათ: მედიკამენტები, პაპმერსი, შეშა, ტანსაცმელი, საკვები, მომვლელის ანაზრაურება და სხვა , აქიდან გამომდინარე ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია და სვანეთის სათემო რადიო „ლილე“ ვიწყებთ კამპანიას კვანჭიანების ოჯახისთვის.
მსურველებს შეგიძლიათ თუნდაც ერთი ლარით წვლილი შეიტანოთ მათ კეთილდღეობაში და თქვენთვის სასურველი თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშზე.
შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:
ანგარიშის ნომერი: GE03LB0115144360145001
ბანკის კოდი: LBRTGE22
მიმღები: ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
დანიშნულება: #კვანჭიანებისოჯახისთვის