„საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე
დღეს პირველი არხის მაყურებელი "საქართველოს ვარსკვლავის" ახალ მონაწილეებს გაიცნობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული მეგაპროექტის ქართული ანალოგის მეორე ეპიზოდი ეთერში 22:00 საათზე გავა, მანამდე კი პროექტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ცნობილი სიმღერები შეასრულეს. კონკურსანტებმა კასტინგების მეორე სერიის ეთერში გასვლა ამ ფორმით დააანონსეს. "საქართველოს ვარსკვლავს" ის საპროდიუსერო ჯგუფი ქმნის, რომელიც წლების განმავლობაში მაყურებელს ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ შოუებს სთავაზობს. 5 იანვრიდან დღემდე “საქართველოს ვარსკვლავს” სოციალურ ქსელში სამ მილიონამდე ნახვა აქვს. პირველი არხი წელს სწორედ “საქართველოს ვარსკვლავის” მეშვეობით შეარჩევს ევროვიზია 2019-ის კონკურსანტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მაისში, ისრაელში ევროფესტივალზე წარადგენს. შესაბამისად, “საქართველოს ვარსკვლავის” მიმართ დიდია უცხოური მედიის დაინტერესებაც. “საქართველოს ვარსკვლავის” გამოვლენაში გადამწყვეტი მაყურებლის ხმა იქნება. ხმის მიცემა კი ფეისბუქმესინჯერის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. პარალელურად, მიმდინარეობს კონკურსი კომპოზიტორთათვის, საუკეთესო სიმღერა, რომელსაც მაყურებელი შეარჩევს, უკვე ევროვიზიაზე, მეგაპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის მიერ აჟღერდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს ვარსკვლავი" პირველ არხზე იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს "საქართველოს ვარსკვლავი" პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი" - პირველ არხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყნის ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენა ⚡ "საქართველოს ვარს...
დღეს, 22:00 საათზე „საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონი იწყება!
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე „საქართველოს ვარსკვლავი“ - მეგაპროექტი პირველ არხზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster