პრემიერა თავისუფალ თეატრში

08.05.2023 04:29

შალვა დადიანის ცნობილი პიესის სრულიად ახლებური ვერსია. „გუშინდელნი“ - კომედიური სატირა ამჯერად თავისუფალი თეატრის დასის ძველი და ახალი თაობის მიერ იქნება წარმოდგენილი. პოპულარული პიესა, რომელშიც ცნობილმა მწერალმა და დრამატურგმა თავის დროზე მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ასახა, აქტუალობას არც დღევანდელ რეალობაში კარგავს. სწორედ ამიტომ რეჟისორი ცდილობს საზოგადოებას წარსულში დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ შეახსენოს და უცვლელ რეალობაზე დააფიქროს. ორ მოქმედებიან კომედიას თიკო კორძაძე საკუთარი პედაგოგის ხსოვნას უძღვნის. მაყურებელს კი სრულიად განსხვავებულ და იუმორით დატვირთულ დადგმას უანონსებს.   „გუშინდელნის“ პრემიერა თავისუფალ თეატრში ხვალ და ზეგ გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო