WE REMEMBER 08.08.08
მთაწმინდის მთვარე ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს… ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით, მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე… ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული… და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე, რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი… ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! Music - https://goo.gl/qWeq96 Photo - https://goo.gl/sRDRe4 Verse - https://goo.gl/x3c67A
მსგავსი ვიდეოები
UAZ Buhanka Georgia Overlanding Road Trip | Javakheti Protec...
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del
Brenda - Brenda "Poem"
Poems and Thoughts by Barbara Kay Kachulis
3 Day Borjomi-Kharagauli NP Hike, Georgia (Silent Hiking + G...
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del
All the P-ANCA positive Conditions, Simple Mnemonic To Remem...
Medico Mnemonics
Hiking Nakra to Mestia | 5 Day Svaneti Transcaucasian Trail,...
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del
Hiking Mestia to Ushguli | 4 Day Svaneti Transcaucasian Trai...
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del
3 Day Kelitsadi Lake Trek, Georgia (Silent Hiking + Guide)
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del
5 Day Tusheti to Pankisi Trek, Georgia (Silent Hiking + Guid...
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del