გავრცელებული ფაილების საქმე - გამოხმაურება
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ამ შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება. დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი ქმედება საქართველოში ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას ზიანს აყენებს. სამინისტრო განმარტავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის და მათი წარმომავლობის დადგენას. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. დიპლომატიური კორპუსის განცხადებას პარლამენტშიც გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნშვნელოვანია გამოძიებამ გაარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დიპლომატების შეშფოთებას აქვს საფუძველი თუმცა, დარწმუნებულია, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალეკო ხოჯევანიშვილის ბრალეულობას გამოიკვლევს. თავის მხრივ პარტიაში საქართველოსთვის აცხადებენ, რომ მმართველი პარტია კეთილსინდისიერ სახელმწიფო მოხელეებს დაუმსახურებლად სდებს ბრალს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გავრცელებული ფარული ფაილების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავარაუდო ფარული მიყურადების საქმე - გავრცელებული ფაილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფაილების საქმე - პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანდრია ჯაღმაიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვები პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებები და მედიით გავრცელებული მიყურადების ფაილებ...
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის
გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster