#არჩევნები2020 „ლელოს“ ბრალდება


„ლელო“ თბილისის მერიას სარეაბილიტაციო თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს. „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საუბარია ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაცია ივნისში დასრულდა, თუმცა ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. გიგლა მიქაუტაძის თქმით, „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარედ სამანქანო გზა თბილისის მერიას ამ დრომდე არ დაუხაზავს და ასევე არ მუშაობს შუქნიშნები, რაც მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.

მიქაუტაძის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად მათ დედაქალაქის მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეაგირება არ მოყოლია. „ლელოს“ წარმომადგენლებმა ხიზანიშვილის ქუჩაზე საფეხმავლო გზის დახაზვა ორი დღის წინ თვითნებურათაც დაიწყეს, რისი უფლებაც კანონის შესაბამისად სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„თბილსერვის ჯგუფში“ „ლელოს“ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩის გზების დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან